სამეგრელოს რეგიონის მასშტაბით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 301 ნიმუშის, ხოლო სენაკის ლაბორატორიაში 110 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა. მათგან გამოვლენილია 10 დადებითი პასუხი. აქედან 5 შემთხვევა ეკუთვნის ოკუპირებულ საბერიოს, 2 არის ფოთის დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, 2 შემთხვევა კი ზუგდიდში გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
„მათგან ერთი არის ორი დღის წინ დადსტურებული დარაჯის კონტაქტი, მეორე კი რუხის მოსწავლის კონტაქტია (მისი ოჯახის წევრია). რაც შეეხება მეათე ინფიცირებულს ის ხობის მუნიციპალიტეტის მკვიდრია, რომელიც ხობში რამდენიმე დღის წინ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. ამ ეტაპზე რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 159 მოქალაქეს. რუხის კლინიკაში 71 კოვიდ პაციენტი მკურნალობს, აქედან 8-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში კი 24 კოვიდპაციენტი მკურნალობს. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცში იმყოფება – 130 ადამიანი”-განაცხადა ჟურნალისტებთან სამეგრელოს გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ.
ავტორი: თეა შონია











