fbpx
15/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ექიმები აფერხებენ ვაქცინაციას – დავით გადელია

15:40 March 26, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.2k
ნახვა

“ძალიან ვბრაზდები ექიმების ინერტულობაზე და ხშირ შემთხვევაში უაზროდ გამოთქმულ ეჭვებზე. სწორედ ექიმები აფერხებენ საკუთარი გადამდები ქცევით და ანტიპროპაგანდით ვაქცინაციას!”, – ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში წერს.

„ნურავის ეწყინება… ისეთი რამეები წავიკითხე აცრების შესახებ ამ სივრცეში, არ ვიცი, გავბრაზდე, თუ ვიცინო! “ვაქცინაში ფული გააკეთეს და უნდა ძალად შემოგვასაღონ!..” თუ ფული უკვე გაკეთდა, რა მნიშვნელობა აქვს ავიცრებით თუ არა- აცრა ხომ უფასოა?! “ანტივაქსერი კი არ ვარ, მინდა ზუსტად ვიცოდეთ რა გვერდითი მოვლენები აქვს..” ზუსტად, ამ ახალ პრეპარატზე კი არა, ათწლეულების განმავლობაში გამოყენებულზე ვერ ვიტყვით, როდის გამოიწვევს ანაფილაქსიურ შოკს. სწორედ დღეს მომიყვა ჩემმა მეგობარმა, რომელიც დიდი ხანია ამერიკაში ცხოვრობს, რომ ადრე ბევრჯერ გაუკეთებია ნოვოკაინი, მაგრამ შარშან, ლოს ანჯელესში, საჭიროების გამო მივიდა კლინიკაში, გაუკეთეს მანიპულაციისთვის ნოვოკაინი და ისეთ დღეში ჩავარდა, მთელი კლინიკის ძალისხმევა დასჭირდა10 საათის განმავლობაში მის გადარჩენას. სხვადასხვა ვაქცინას სხვადასხვა მოქმედება და გართულება შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ანაფილაქსიის შანსი ყველას ერთნაირი აქვს.

რა ვაქცინის შესაღებაზე შეიძლება იყოს საუბარი, როცა ჯერჯერობით საუკეთესო ვაქცინებია შემოტანილი?! გარწმუნებთ, დიდი ალბათობით ამდენს ვეღარ მოგვცემენ ახლო მომავალში და დამთავრდება თუ არა ეს ორი პარტია, უნდა გადავიდეთ ჩინურ ვაქცინებზე, რომელსაც იმ რაოდენობით ამზადებენ, რომ ჩვენი ქვეყანა რაოდენობის თვალსაზრისით სათვალავშიც შეიძლება გამორჩეთ ჩინელ მწარმოებლებს. უხარისხო არც ჩინური იქნება, მაგრამ ახლა ჩამოტანილები მაინც საუკეთესოდაა მიღებული.

…თუ არამედიკების მიერ გამოთქმული ეჭვები ასე თუ ისე გასაგებია და ახსნას საჭიროებს, ძალიან ვბრაზდები ექიმების ინერტულობაზე და ხშირ შემთხვევაში უაზროდ გამოთქმულ ეჭვებზე. სწორედ ექიმები აფერხებენ საკუთარი გადამდები ქცევით და ანტიპროპაგანდით ვაქცინაციას! სხვათა შორის, ეს არაა პირველი შემთხვევა- კარგად მახსოვს წითელას საწინააღმდეგო აცრებშიც ბევრი ექიმის ნეგატიური როლი. თუ არ გჯერა კაცობრიობის მეცნიერული მონაპოვრის, არ გწამს შენი საბრძოლო იარაღის ( და აცრა ერთადერთი იარაღია ჯერჯერობით), მაშინ რატომ ეწევი იმ საქმეს, რაც შენი არაა?! არანაირად არაა შენი პროფესია ექიმობა, თუ სიკეთის ნაცვლად ( მართლაც რომ იყოს იმაზე მეტი რისკი რაც სინამდვილეშია!), საკუთარი მაგალითის მიცემის ნაცვლად – ეჭვს და უნდობლობას თესავ თანამემამულეებში! ვისაც გინდათ იმათ გეწყინოთ! მე არც მყავს ასეთი მეგობარი კოლეგები- პირველივე დღეს ავიცერით ჩემებმა ყოველგვარი „ვაითუ“ და „ეგების“ გარეშე! კაცობრიობის გონის უნდა გჯეროდეს, უნდა გჯეროდეს იმ მედიკამენტის, რაც ამ გონის შედეგია (რა, სხვა შემთხვევაში არ გიხმარიათ ახალი პრეპარატი? თუ, ავადმყოფზე შეიძლება და საკუთარ თავზე – კარგად დავფიქრდეთ?!)! ექიმებს ბევრად მეტი მოგვეთხოვება და სხვა სპეციალობის ადამიანები ჩვენ შემოგვყურებენ ამ საკითხში მაგალითისთვის“, – წერს დავით გადელია.

თეგები: დავით გადელია

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

შეზღუდვები არ უნდა მოიხსნას და არსებული რეგულაციები უნდა დარჩეს – დავით გადელია

December 15, 2020
981
მთავარი ამბავი

ახლა ტრადიციების და ძმაკაცების დროს არ არის – დავით გადელია

December 2, 2020
868
საზოგადოება

ამას ვერ გაუძლებს ალბათ, ვერცერთი ქვეყანა – ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი

November 18, 2020
1.1k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია