ჯონ ჰოპკინსის – ბლუმბერგის სკოლის ჯანმრთელობის ექსპერტის თქმით, მაღალშემოსავლიანმა ქვეყნებმა უკვე შეისყიდა Covid – 19-ის ვაქცინის დოზები, რაც საშუალო და დაბალშემოსავლიან ქვეყნებს მათი მიღების შესაძლებლობას უზღუდავს.
იმ ინფორმაციის მიხედვით, რომელსაც ყოველდღიური ბრიტანული პრესა – Mirror ავრცელებს, 48 სახის კორონავირუსის ვაქცინა, უკვე ან დამზადებული და დამტკიცებული, ან განვითარების პროცესშია.


ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალში (BMJ) წერენ, რომ ისეთ მაღალშემოსავლიან სახელმწიფოებს, როგორებიც ევროკავშირში შემავალი ქვეყნებია, ვაქცინის 51%, ანუ 3.85 მილიარდი დოზა, უკვე მარაგში აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ 13 მწარმოებელი 7.8 მილიარდ დოზის შექმნაზე უკვე შეთანხმდა, მათგან ვაქცინა დაბალ და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე მხოლოდ 6-მა გაყიდა.
კვლევის მიხედვით, იმის გამო, რომ მაღალშემოსავლიანი სახელმწიფოების გარდა მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნების ბედი ფაქტობრივად, გაურკვეველია, შესაძლოა სახელმწიფოებმა და მეწარმეებმა ვაქცინის გადანაწილების უფრო სამართლიანი და გამჭირვალე გზებიც მონახონ. იქამდე კი, თუ მოწინავე მეწარმეები წარმატებით მოახერხებენ საკმარისი ვაქცინის დამზადებას, მსოფლიოს ერთი მეოთხედი 2022 წლამდე, მაინც ვერ მოახერხებს კორონავირუსის ვაქცინის მიღებას.
ავტორი: ამუკა ქორიძე











