„ტყვია თვალში საქართველოსთვის”, „კოვიდ-კორუფცია საქართველოსთვის”, „ანაკლიის პროექტის ჩაშლა საქართველოსთვის“, – „ექსპო ჯორჯიაში”, სადაც გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია უნდა გაიმართოს, სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალეს“ და „,მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრები აქციას მართავენ.
მათი თქმით, გიორგი გახარიას „სირცხვილის კორიდორში“ მოუწევს გავლა
„მოვედით ერთი მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი მიზეზის გამო, რომ გიორგი გახარიას ყოველთვის თან სდევდეს 20 ივნისის აჩრდილი და იმ დანაშაულების აჩრდილი, რომელსაც თითებზეც ვერ ჩამოვთვლით იმდენი აქვს. ადამიანებმა, რომლებმაც კრემლის დაკვეთით მშვიდობიანი დემონსტრანტები დაგვარბიეს, უნდა იცოდნენ, რომ პოლიტიკურ წარმატებას ვერ მიაღწევენ და არავითარი მორალური უფლება არ აქვთ მსგავს პლატფორმებზე გამოსვლის”, – აღნიშნა ნიკა ფარულავამ.
ცნობისთვის, დღეს გიორგი გახარიას პარტიის პრეზდენტაცია იმართება.











