კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო ერაყმა ვირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები 2 კვირით გაახანგძლივა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ერაყში დღეიდან 22 მარტის ჩათვლით კომენდანტის საათი პარასკევს, შაბათსა და კვირას მთელი დღის განმვლობაში იმოქმედებს.
რესტორნებსა და კაფეებს მომხმარებლებისთვის მხოლოდ მიტანის სერვისის შეთავაზება შეუძლიათ. საცურაო აუზები, პარკები, გასართობი ცენტრები და კინოთეატრები 2 კვირის მანძილზე დაკეტილი იქნება.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ერაყში კორონავირუსის 731,016 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 13,596 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 664,461-ს შეადგენს.











