თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოსახლეობას მოუწოდა, არ შეიძინონ ფრანგული ნაწარმი. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ერდოღანმა მაკრონს მენტალური ჯანმრთელობის შემოწმებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„ისევე, როგორც ისინი ამბობენ, „არ იყიდოთ თურქული ბრენდების ნაწარმი“, მოვუწოდებ ჩემს ყველა მოქალაქეს, რომ არასდროს დაეხმარონ ფრანგულ ბრენდებს და არც მათი ნაწარმი იყიდონ“, – განაცხადა ერდოღანმა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტსა და საფრანგეთის ლიდერს შორის დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთში რადიკალური ისლამის წინააღმდეგ ზომები გამკაცრდება.
ეროდაღანის მტკიცებით, „მაკრონის განცხადება ისლამოფობიას ახალისებდა“.











