სომხეთის დედაქალაქ ერევანში, თავისუფლების მოედანზე 17 ოპოზიციური პარტია აქციას მართავს.
მათი მთავარი მოთხოვნა ქვეყნის პრემიერ მინისტრის ნიკოლ ფაშინინის გადადგომაა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
მანამდე, ოპოზიციურმა პარტიებმა მთავრობის მეთაურის კანდიდატად ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვაზგენ მანუკიანი წარადგინეს.
ამასთან, სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი სამართალდამცავ ორგანოებს აფრთხილებს, ძალადობისგან და არათანაბარი ძალის გამოყენებისგან თავი შეიკავონ. პრეზიდენტმა მიმართვისას განაცხადა, რომ ქვეყანა ღრმა კრიზისშია.











