მიმდინარე წლის 18 თებერვალს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.3014 შეადგინა.
წელს ეს ეროვნული ბანკის მიერ რიგით მესამე სავალუტო ინტერვენციაა. ცენტრალურმა ბანკმა ჯამში 120 მილიონი დოლარი გაყიდა.











