“იმთავითვე, როცა შარლ მიშელის შეთანხებაში პარლამენტში ძალაუფლების განაწილების თაობაზე ჩაიწერა, არსებობს დაშვება, რომ ერთ-ერთი კომიტეტი, რომელიც ოპოზიციას შეიძლება გადაეცეს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტია, ამ დაშვებას ვითვალისწინებ, – ასე უპასუხა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ კითხვას, მოუწევს თუ არა მას თანამდებობის ოპოზიციისათვის დათმობა.
„როდესაც ეს დებულება შარლ მიშელის დოკუმენტში აისახა, არა მგონია, ამის განმაპირობებელი ის იდეა ყოფილიყო, რომ აღნიშნულ კომიტეტებს ოპოზიცია უკეთესად უხელმძღვანელებს. არც ერთ შემთხვევაში ასეთი მოსაზრება არა მაქვს. ამის გაკეთება სულ სხვა რამის გამო იყო საჭირო და მიზანშეწონილი, თუმცა არ მგონია, რომ ეს რაიმე ფორმით შეიძლება უკეთ მართვის პერსპექტივებთან დაკავშირებით“, – განაცხადა სარჯველაძემ.










