საქმის მასალების გაცნობას ადგილზე ვიწყებ, – ამის შესახებ გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს.
მისი თქმით, საქმის მასალების გაცნობის შემდეგ გაირკვევა, როგორ და რა მეთოდით მიმდინარეობდა დაკარგული გოგოს სამძებრო სამუშაოები.
„იმხელა მოცულობისაა, ვერ მოვახერხებ რომ ყველაფერს ადგილზე გავეცნო. ექსპერტიზა მრავალი იქნება ჩასატარებელი და შემდეგ გამოჩნდება, საით წავა გამოძიება. ეს ყველაფერი ძალიან შრომატევადია.
ერთადერთი, რასაც არ ვეთანხმები, ესაა ფორმულირება, რომ ფსიქოლოგი, წერილი, წამლები და ამისკენ სწარფვა თითქოს სუიციდისკენ მიმართულია. ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება და ორიენტირება ამაზე არ უნდა იყოს. ფსიქოლოგი მსოფლიოში ძალიან ბევრს ჰყავს, წერილი არ არსებობს, უბრალოდ ფერადი ფურცლებია, უადრესატო. ბავშვს ფსიქოლოგიური პრობლემები არ ჰქონია“, – ამბობს რამიშვილი „ტვ პირველთან“ საუბრისას.











