იმედია, სხვებიც გაიზიარებენ ამ კვლევის შედეგებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა NDI-ის კვლევის გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.
იოსელიანი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა დებატების პარლამენტში გაგრძელებაა.
“„ენდიაის“ კვლევა მიგვაჩნია ერთ-ერთ ყველაზე სანდო კვლევად, რაც საქართველოში ტარდება. რაც შეეხება შედეგებს, იკითხება ყველაზე მთავარი, რომ ჩვენი ქვეყნის უმრავლესობას უნდა, გაგრძელდეს მოლაპრაკებები და რომ პოლიტიკურ პროცესს ის ხედავს პარლამენტში და არა ქუჩაში, რასაც ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვამბობდით და ვუმტკიცებდით ჩვენს კოლეგებს, რომ ერთადერთი სწორი გამოსავალი დებატების პარლამენტში გაგრძელებაა. ჩვენ ამისთვის გადავდგით დამოუკიდებელი ნაბიჯები. იმედია, სხვებიც გაიზიარებენ ამ კვლევის შედეგებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.










