დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიცია არასერიოზული ხალხის დაჯგუფებაა. ამის შესახებ მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით არგუმენტირებული პასუხები არ აქვთ.
„ამდენი ხნის განმავლობაში ერთი პატარა არგუმენტი ხომ მაინც უნდა დადონ? ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება რომელი იყო არასწორი, რომელი იყო კანონებს მიღმა.
არ ვიცი რა უნდა ვუპასუხო მათ, ეს არის არასერიოზული ხალხის დაჯგუფება. ამდენი ხნის განმავლობაში ერთი პატარა არგუმენტი ხომ მაინც უნდა დადონ? ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება რომელი იყო არასწორი, რომელი იყო კანონებს მიღმა და ა.შ. მხოლოდ და მხოლოდ ბლა ბლა ბლა. ეს არის ჩემი პასუხი“, – განაცხადა კალაძემ.











