„სამწუხაროა, რაც ჩვენ ვნახეთ. ეს არ იყო სწორი მოქმედება, ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის იმის გამო, რომ მანამდე არავითარი საუბარი, კონსულტაცია ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა”,- ასე შეაფასა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნებიდან“ გიორგი გახარიასთან ექვსი დეპუტატის წასვლის ფაქტი.
“როდესაც არასწორად იწყებ პოლიტიკურ პროცესში ნაბიჯების გადადგმას, ეს პროცესი არასწორადაც გაგრძელდება. შესაბამისად, ყველაფერს არასწორი დასაწყისი ჰქონდა და მე მგონია, რომ გაგრძელებაც იქნება შესაბამისი. ასეთი დასაწყისით წარმატებული ვერავინ იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, 14 აპრილს „ქართული ოცნება“ ექვსმა დეპუტატმა დატოვა.











