„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგა ბოკერია ბერა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმაურება.
როგორც გიგა ბოკერია ამბობს, ბერა ივანიშვილის მიერ გაჟღერდა არამხოლოდ აღიარებითი ჩვენება, არამედ მუქარა საზოგადოების მიმართ.
„ეს განცხადება არის არამარტო აღიარებითი ჩვენება, არამედ მუქარა მთელი საზოგადოების მიმართ, მათი ვინც რაღაც არაკორექტულად დაწერა სოციალურ ქსელში, რაც ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც ცნობილი ფიგურა ხარ, გინდ პოლიტიკაში, გინდ კულტურაში, ეს ამ ცხოვრების ნაწილია. როდესაც ასე იმუქრები, ეს არის ავტორიტარული სახელმწიფოს განაცხადი. ამიტომ გვახსენდება კადიროვი. ბუნებრივია, იქ უფრო სასტიკი მეთოდებით ხდება ეს ყველაფერი. ეს პრინციპს არ ცვლის.
რაც შეეხება ძალიან იაფფასიან „ქუჩურ“ თუ „ქართულ გაგებას“, რომ არ ვაპატიებ, თუ მაგ არასწორ გაგებას აწვები, პოლიციელებს არ უნდა უგზავნიდე. ეს არის წმინდა წყლის ფარისევლური, უტიფარი ძალაუფლებით გახრწნილი ადამიანების ჯგუფის განაცხადი, მუქარა, საზოგადოების მიმართ“, – აცხადებს გიგა ბოკერია.










