„ეს არის დაშინებისა და მოსყიდვის კომბინაცია. ეს არის ის, რასაც ივანიშვილი ქართველ ხალხს სთავაზობს თავის „კლოუნებთან“ ერთად და რაზეც უარს მიიღებს“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგია ბოკერიამ მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც იგი ამბობს, ქართველ ხალხის ნებას ვერ მოისყიდი.
„თუ თავისუფალ ნებას გამოხატავთ – დაისჯებით, თუ არა, გადმოგიგდებთ ამ დამამცირებელ “დახმარებასო”. რა თქმა უნდა, ეს დემოკრატიული პროცესისთვის უაღრესად საზიანოა და ქვეყანას საფრთხეს უქმნის.
ბუნებრივია, ყველა წნეხის მეშვეობით ჩვენ ეს რისკები უნდა შევამციროთ. ისე არ გაიგოს ვინმემ, თითქოს ამით არჩევნების ბედი გადაწყდება, ქართველი ხალხის ნებას ვერ მოისყიდიან. ეს არის ჩვენი მოქალაქეების, საზოგადოების დამცირება. გახარიას დღევანდელი განცხადება რომ გავიხსენოთ, სწორედ ეს მოდელი აქვთ. ჩვენი შრომით მოპოვებულ ფულს ისევ წაგართმევთ და მერე გადმოგიგდებთ „დახმარების” სახითო. ამას ყველამ უარი უნდა ვუთხრათ. ეს არის დამამცირებელი მოდელი, არაანგარიშვალდებული ოლიგარქის მხრიდან, რომელიც ჩვენი ქვეყნის ბედით ერთობა. ამ მოდელის ნაწილია მოსყიდვის მცდელობა”, – განაცხადა ბოკერიამ.
4 სახის დახმარება, რომლის შესახებ დღეს გახდა ცნობილი – ნახეთ, გეხებათ თუ არა შეღავათები










