„ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ერთიანობა ძალიან მყარია. მისივე თქმით, ოპოზიციაში გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა ერთიანობაზე უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს.
„განსხვავებული პოზიციები შეიძლება იყოს ამა თუ იმ პარტიის წარმომადგენელს შორის, მეორე პარტიის წარმომადგენელთან რაიმე კამათიც ჰქონდეს, მაგრამ ეს ვერანაირ შემთხვევაში ვერ მოახდენს ოპოზიციურ ერთობაზე გავლენას. ეს არის ძალიან მყარი ერთობა, ეს ეფუძნება იმას, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ხალხის ნება. ჩვენი მოქალაქეების ხმები“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, „ლელოს“ ოფისში ამ წუთებში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეხვედრას მართავენ.









