“პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვერცერთ შეკითხვაზე პასუხი ვერ გასცა”,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ეს იყო 8-საათიანი წამება, ცოდვის დღე. ვერცერთ შეკითხვაზე პასუხი ვერ გასცა, ჩემს შეკითხვაზე ხომ საერთოდ დაიბნა. ძირითადი გამოსვლები ორშაბათს იქნება. დღეს მხოლოდ 2-წუთიანი შეკითხვები იყო და 2-წუთიანი შეკითხვებითაც ჩამოეხსნა ნიღაბი”,- განაცხადა გოცირიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სამთავრობო პროგრამის შესრულების აგნარიშს ისმენდა.











