„ეს იყო კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე, არანაირ ეთნიკურ კონფლიქტზე საუბარი არ შეიძლება იყოს”, – ასე ეხმაურება პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი დმანისში მიმდიანრე მოვლენებს.
„მიმდინარეობს დაკითხვა, ყველა პირი იდენტიფიცირებულია. რასაც ვუყურებდით, ეს ყველაფერი მოხდა ერთი წუთის განმავლობაში და შეიძლება ერთ წუთში პოლიცია ვერ მისულიყო, მაგრამ ძალიან მალე ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდა, თითოეული ადამიანის დაკითხვა მიმდინარეობს, დამნაშავეები იქნებიან გამოვლენილი და პასუხსაც აგებენ, ვიდრე გამოძიება დასრულდება, მანამდე შეფასების გაკეთება ძნელია, მაგრამ რასაც ვუყურებდით, ეს იყო კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე – მაღაზიაში შესვლა, ლუდის მოთხოვნაზე. არანაირ ეთნიკურ კონფლიქტზე საუბარი არ შეიძლება იყოს. “, – განაცხადა სუბარმა.
დმანისში ისევ აურზაურია! – გუშინ ხელკეტებით დაწყებული ჩხუბი ისევ გრძელდება (LIVE)











