„დიდი იმედი მაქვს, რომ საარჩევნო კოდექსის საბოლოო ვერსია პარლამენტში კონსენსუსის საფუძველზე იქნება წარმოდგენილი და მიღებული. ეს იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმართ ნდობის გასაზრდელად”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
“დიახ, აღსრულების ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია და ხელისუფლებას განსაკუთრებული როლი აკისრია. ეს არის საკითხი, რომელსაც ყველა ელოდება, თავისი პოლიტიკური დატვირთვითაც პროცენტებთან დაკავშირებით, თუ ვინ რამდენ პროცენტს მიიღებს. შარლ მიშელის აღსრულების გზა მნიშვნელოვანია და ძალიან ყურადღებით იქნებიან ჩვენი პარტნიორები. მხოლოდ აღსრულებაზეა არ არის საქმე, დოკუმენტის ყველა პუნქტის ჯეროვნად აღსრულებაა საჭირო“, – განაცხადა კუჭავამ.











