„ეს იქნება შობა კორონავირუსის პირობებში, მაგრამ არა მარტოსული შობა“, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მერკელი მოსახლეობას ჰპირდება, რომ შობას მარტო არ დარჩებიან და ოჯახის წევრებს ერთმანეთის მონახულების საშუალება ექნებათ, თუმცა წელს ახალი წლის დღესასწაული ქვეყანაში ტრადიციული წვეულებებით ვერ აღინიშნება.
კანცლერმა განაცხადა, რომ კარანტინის დაწესება გერმანიის ჯანდაცვის სისტემის დასაცავად აუცილებელი იყო.
„გვირაბის ბოლოს სინათლე ჯერ ჯიდევ ძალიან შორს არის“, – განაცხადა მერკელმა.











