პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველო-ჩრდ.მაკედონიის თამაშს ეხმაურება და ქართველ ფეხბურთელებს გამარჯვებას უსურვებს.
„დღეს ჩვენს სპორტულ ცხოვრებაში ძალზედ მნიშვნელოვანი ღონისძიება, თამაში გვაქვს. სამწუხაროდ, ეპიდემიამ რამდენიმე ჩვენი აქტიური და ლიდერი მოთამაშე გამოთიშა საფეხბურთო მოედნიდან. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვახერხებთ სტადიონზე ვუგულშემატკივროთ ჩვენს ფეხბურთელებს.
მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველანი ვართ მათთან ერთად და ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება. წარმატება მინდა ვუსურვო ჩვენს ფეხბურთელებს და მინდა დარწმუნება გამოვთქვა, რომ ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ ამ გამარჯვებას“, – განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, 21:00 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის გადამწყვეტ შეხვედრას ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართავს.











