ეს მასა უეცრადაც რომ ჩამოიშალოს, მოსახლეობას საფრთხეს არ შეუქმნის, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.
„ეს არეალი დასახლებული არ არის. ამ მეწყრულ ზონაში და მის ქვევითაც დასახლებული ადგილი არაა. შესაბამისად, უეცრადაც რომ მოხდეს ამ მასის ჩამოშლა, მოსახლეობას საფრთხეს არ შეუქმნის.
წინასწარი დათვალიერებით რთულია ფართობის თქმა. მიმდინარეობს კვლევები, ეს კვლევები უახლოეს პერიოდში, ეს კვლევები მეტნაკლები სიზუსტით გვანახებს მდგომარეობას, რა მეპტრის ნაპრალებია”, – ამბობს მერის მოადგილე.
ცნობისთვის, თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზასთან მეწყრული პროცესების დაწყებაზე ცნობილი გუშინ გახდა.











