დეპუტატი ვიქტორ სანიკიძე ნიკა მელიასთვის პარლამენტის იმუნიტეტის შესაძლო მოხსნის შესახებ საუბრისას აცხადებს, რომ ეს ნიკა მელიას გადასაწყვეტია.
“ეს მდგომარეობა შეიქმნა ბატონი ნიკას გადაწყვეტილებით, მას ძალიან მარტივად უდგას დღეს საკითხი, გადაიხდის გირაოს და დაკმაყოფილდება ამით პროკურატურის მოთხოვნა. მისი გადაწყვეტილებაა ეს, მან თავად მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიეყვანა ესეთ ჭრილში დღევანდელი პროცესი”, – განაცხადა ვიქტორ სანიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 16 თებერვალს პარლამენტი დეპუტატ ნიკა მელიასთავის იმუნიტეტის მოხსნის პროცედურას დაიწყებს.










