„რუსეთის, აშშ -ის თუ საფრანგეთის მოქალაქეს, რომელიც იყო ჩამოსული საქართველოში და რომელსაც არ დაურღვევია „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი“, ფორმალურად ჰქონდა საქართველოში შემოსვლის უფლება. რაც შეეხება პროტესტს, ყველას აქვს პროტესტის გამოთქმის უფლება, კარგად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჩვენი პროტესტი იყოს მხოლოდ და მხოლოდ პროტესტი და არ იყოს ჰიპოთეტურად მაინც საბაბი იმისთვის, რომ რუსეთმა თავისი უკანონო სანქციების საშუალებად აღიქვას ეს. ამასაც ანგარიში უნდა გავუწიოთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცახდა.
რაც შეეხება „კომენდანტის საათის“ დარღვევას, როგორც ვიცი ის პირებიც და დაწესებულებაც, სადაც დაირღვა, დაჯარიმდა. ეს ადამიანი, როგორც აღმოჩნდა, 2008 წლის მერე რამდენიმეჯერ იყო ჩამოსული საქართველოში, არც ხელისუფლებას და იმ სამოქალაქო აქტივისტს, ეს არ გაუპროტესტებია. ამიტომ ვამბობ, რომ როცა რაღაცას ვაპროტესტებთ, გავაპროტესტოთ რაღაცა და ნუ გვინდა, რომ ეს პროტესტი გავხადოთ ხელისუფლების საწინააღმდეგო ქმედებად და მეორე, როცა რაღაცას ვაპროტესტებთ, ეს პროტესტი არ უნდა გახდეს კარგი საბაბი რუსეთისთვის, საქართველოზე დამატებითი უკანონო სანქციების შემოღებისა, რაც ერთხელ მოხდა – ფრენების აკრძალვა,”- განაცხადა ქადაგიშვილმა.










