fbpx
20/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ეს უფრო ჰგავს პასუხისმგებლობის მოშორებას და გაქცევას ჩასაძირად გამზადებული გემიდან – სერგო ჩიხლაძე ბიძინა ივანიშვილზე 

16:09 January 11, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
911
ნახვა

„არ გამოვრიცხავ, რომ მას მართლა უნდოდეს პოლიტიკისგან დისტანცირება და საკუთარი პასუხისმგებლობისგან გაქცევა, – ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ის პოლიტიკას და პარტიას ტოვებს.

სერგო ჩიხლაძის განცხადებით, საკუთარი იმიჯის და ქონების გადარჩენა ბიძინა ივანიშვილისთვის პირველი პრიორიტეტია.

„ივანიშვილის წასვლა, თუ ეს რეალური წასვლაა, ისეთი გამოწვევების ფონზე, როგორიცაა ეკონომიკური კრიზისი, კორონა კრიზისი და პოლიტიკური კრიზისი, უფრო გავს პასუხისმგებლობის მოშორებას და გაქცევას ჩასაძირად გამზადებული გემიდან, რომლის სახელიცაა „ქართული ოცნება“. ფაქტობრივად ვხედავთ, რომ ამ გემის კაპიტანი პირველი გარბის ამ გემიდან. ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ მზარდ ზეწოლას „ქართულ ოცნებაზე“ აშშ-დან, ევროკავშირიდან და ამ ფონზე, ამ ნაბიჯით ის ცდილობს გაემიჯნოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დასავლეთის თვალში და ამით გარკვეულწილად სახე შეინარჩუნოს. მოგეხსენებათ, რომ მისი კაპიტალის უდიდესი ნაწილი ზუსტად დასავლეთშია დაბანდებული. აქედან გამომდინარე მისთვის მისი ფინანსური იმპერიის გადარჩენა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველოს და მისი მოქალაქეების კეთილდღეობა და განვითარება. არ დაგვავიწყდეს აგრეთვე, რომ ამ ე.წ. წასვლას წინ უძღოდა ამერიკის კონგრესის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის ძალიან მკვეთრი განცხადება ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების აუცილებლობაზე და სამართლიანი არჩევნების დანიშვნაზე. სავარაუდოდ, ესეც მკაფიო გზავნილია ივანიშვილისთვის. ასევე, სენატორების განცხადება, რომ 2012 წელს საქართველოში განხორციელდა არჩევნების გზით მშვიდობიანად ხელისუფლების გადაბარება და რომ ეს არის კარგი მაგალითი. ერთი მხრივ, ის ხედავს, რომ ვერცერთ ამ კრიზისს ვერ გაუმკლავდება „ქართული ოცნების“ გუნდი და მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება ქვეყანაში. ამის ფონზე მას აღარ სურს ამ წარუმატებელ გუნდთან საკუთარი თავის გაიგივება და ისედაც დაზიანებული რეპუტაციის კიდევ უფრო დაზიანება. მეორე მხრივ, უახლოესი თვეები დაგვანახებს რამდენად რეალურია ეს წასვლა და ხომ არ იქნება ესეც პარტიის არაფორმალურად მართვის სტილზე გადასვლა“, – აცხადებს ჩიხლაძე.

მისივე თქმით, ივანიშვილი მთელ ქვეყანას არაფორმალურად მართავს.

„ადრეც გვინახავს მსგავსი სცენარი, როდესაც ივანიშვილი თითქოს წასულა თავმჯდომარეობიდან, მაგრამ ქვეყნის და პარტიის რეალურ მართვას მაინც ის ახორციელებდა. თუმცა, ეს მოხდა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში არ იყო ასეთი მწვავე კრიზისი და „ქართული ოცნების“ და პირადად ივანიშვილის რეპუტაცია არ იყო ასე დაზარალებული. ახლა კი სიტუაცია კარდინალურად განსხვავებულია და საკუთარი იმიჯის და ქონების გადარჩენა პირველი პრიორიტეტია ივანიშვილისთვის. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ მას მართლა უნდოდეს პოლიტიკისგან დისტანცირება და საკუთარი პასუხისმგებლობისგან გაქცევა”, – ამბობს სერგო ჩიხლაძე.

თეგები: ბიძინა ივანიშვილისერგო ჩიხლაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

კახა კალაძე: მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რამდენი სიკეთე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის

December 8, 2021
823
პოლიტიკა

მმართველობის მეათე წელს რომ სიტყვიერად დაინტერესდნენ სოციალური პროგრამებით და პოლიტიკით, ეს უკვე სახარბიელო არ არის „ქართული ოცნებისთვის” – სერგო ჩიხლაძე

November 22, 2021
774
პოლიტიკა

“ქართულ ოცნებას“ თუ უნდა პროცესების დეესკალაცია, სააკაშვილი რეალურად შესაფერის და მრავლპროფილურ კლინიკაში უნდა გადაიყვანონ – სერგო ჩიხლაძე

November 12, 2021
768

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია