ესპანეთის მეფე ფილიპე მეექვსე ათდღიან თვითიზოლაციაში გადავიდა. ინფორმაციას independent-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ესპანეთის მეფეს კოვიდინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ესპანეთში კორონავირუსის მილიონ ხუთასი ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული.











