ესპანეთში კორონავირუსის გავრცელების ტემპი შეზღუდვების მოხსნიდან სამ კვირაში სამჯერ გაიზარდა. შემთხვევების უმეტესობა კატალონიისა და არაგონის რეგიონებში ფიქსირდება.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანაში ამჟამად 201 ახალი კლასტერია აღრიცხული.











