ესპანეთის ცენტრალურ ნაწილში ტემპერატურა -25 გრადუსამდე დაეცა. ინფორმაციას BBC News ავრცელებს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივ, ესპანეთში არც ისე ცივი ზამთარია, ბოლო დროს ძალიან დიდი რაოდენობით თოვლი მოვიდა.
გაუარესებული ამინდის გამო, ამ დროისთვის, 7 ადამიანია გარდაცვლილი. მათგან 2 უსახლკარო იყო.
ესპანეთის მთავრობამ მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
BBC-ის ცნობით, ესპანეთში, მსგავსი ტემპერატურა ბოლო 20 წლის განმავლობაში, არასდროს დაფიქისრებულა.
ავტორი: ამუკა ქორიძე











