ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი საქართველოშია. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
„ახლახან ჩამოვედი თბილისში. მოუთმენლად ველი შეხვედრას ოფიციალურ პირებთან, პარლამენტარებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, მინდა საკუთარი თვალით ვნახო კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების მდგომარეობა.
ეუთო აგრძელებს შესაბამისი ძალისხმევის მხარდაჭერად და აქტიურად მონაწილეობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში”, – წერს ჰელგა მარია შმიდი.
ამასთან, დღეს ეუთოს გენერალური მდივანი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან და ამერიკის ელჩთან ერთად, გამყოფი ხაზის სოფელ ციცაგიანთკარში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება.
Just arrived in #Tbilisi. Looking forward to meeting officials, parliamentarians and civil society, and seeing first-hand the situation of conflict-affected people. The @OSCE continues to support related efforts & actively engages in framework of Geneva International Discussions.
— Helga Maria Schmid (@HelgaSchmid_SG) June 14, 2021











