fbpx
19/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ეუთოში აშშ-ის მისია: მოვუწოდებთ რუსეთს, საქართველოში ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება აიღოს

00:05 December 18, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.2k
ნახვა

ეუთოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, კორტნი ოსტრიანი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდს გამოეხმაურა.

„მოლაპარაკებების დროს აშშ-მა დადებითად აღნიშნა აფხაზეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა, რამაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სასიცოცხლო მნიშვნელობის სარგებელზე, მედიკამენტებსა და სამედიცინო მკურნალობაზე წვდომის შესაძლებლობა მისცა. აშშ წუხს, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ არ ჩამოყალიბდა, რასაც შესაძლოა, უფრო მეტი სიცოცხლე გადაერჩინა. აშშ-მა ასევე გამოხატა იმედგაცრუება იმის გამო, რომ პანდემიის მიუხედავად, ორივე ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ ღობეებისა და სხვა ბარიერების მზარდი მშენებლობა მიმდინარეობდა და დე ფაქტო ხელისუფლებები მოქალაქეებს აკავებდნენ“, – განაცხადა კორტნი ოსტრიანმა.

ეუთოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ აშშ მიესალმება საქართველოს ვალდებულებას, არ გამოიყენოს ძალა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

„მოვუწოდებთ რუსეთს, საქართველოში ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება აიღოს, ადგილზე მხარი დაუჭიროს უსაფრთხოების საერთაშორისო ზომების გაძლიერებასა და გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებელ ქვეყნებად“ აღიარება“, – აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა.

კორტნი ოსტრიანის თქმით, აშშ-მა ღრმა შეშფოთება გამოთქვა რუსი სამხედროების დესტაბილიზაციის გამომწვევი იმ ქმედებების გამო, რომელსაც ადგილი აქვს საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე და რომელშიც აქტიურად მონაწილეობენ რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებები, რეგიონში რუსეთის ყოველწლიური ფართომასშტაბური სამხედრო წვრთნების ფარგლებში.

„აშშ-მა შეშფოთება გამოთქვა რუსეთსა და აფხაზეთში დე ფაქტო ხელისუფლებას შორის ახალი „სოციალურ-ეკონომიკური“ პროგრამის გაფორმების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო, კერძოდ, იმ ზომების გამო, რომელიც როგორ ჩანს, ხელს შეუწყობს რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის ეკონომიკურ ექსპლუატაციასა და ოკუპირებული აფხაზეთის რუსეთის მმართველ სტრუქტურებში ჩართვას“, – განაცხადა ეუთოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ.

თეგები: euTეუთოსაქართველოს მთავრობა

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

მადლობა ეუთოს ფასდაუდებელი მხარდაჭერისთვის – ღარიბაშვილი

June 15, 2021
773
მთავარი ამბავი

ქართველებო, გელით ნატოსა და ევროკავშირში – პოლონეთის პრეზიდენტი

May 26, 2021
795
პოლიტიკა

ჰუბერტ ქნირში: ახლა საქართველოს პოლიტიკური პარტიების საქმეა და არა საერთაშორისო პარტნიორების, რომ მოიძებნოს გზა, რათა შეთანხმება კანონად იქცეს

May 25, 2021
801

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია