მტკიცედ გავაგრძელებთ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორების სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და მხარს დავუჭერთ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას რეფორმების გზას, – ნათქვამია ევროკავშირი-აშშ-ის სამიტის დეკლარაციაში.
„ჩვენ მტკიცედ განწყობილნი ვართ, სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის, მდგრადობისა და სტაბილურობის მიღწევისთვის ვიმუშაოთ“, – აღნიშნულია დეკლარაციაში.
ევროკავშირი და აშშ ასევე გმობენ რუსეთის ქმედებებს უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის შელახვის მიზნით.











