ევროკავშირი საზღვრების გახსნას ივლისიდან გეგმავს, თუმცა როგორც გაერთიანებაში აცხადებენ, ეს თითოეულ ქვეყანაში კორონავირუსის სიტუაციის შეფასების შემდეგ მოხდება. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, შესაძლოა, ევროპამ რუსეთსა და ამერიკას საზღვრების არ გაუხსნას.
ევროკავშირის მოქმედი პრეზიდენტი ქვეყნის, ხორვატიის მიერ მომზადებულ დოკუმენტის მიხედვით, საზღვრების გახსნა მხოლოდ იმ ქვეყნებთანაა რეკომენდირებული, სადაც კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა კლებულობს, სიტუაცია სტაბულია ან ევროპის მსგავსი.
იმისთვის, რომ ევროკავშირმა ქვეყანასთან საზღვრები გაიხსნას, ის შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს:
ქვეყანაში ყოველ 100 000 მოსახლეზე 14 დღიანი პერიოდში მხოლოდ 16-დან 20-მდე შემთხვევა უნდა ფიქსირდებოდეს.
ქვეყნებს ასევე ტესტირების ეფექტიანობის, კონტაქტების იდენტიფიცირების, მონაცემთა სანდოობისა და ევროკავშირთან მიმოსვლის საპასუხო პოლიტიკის მიხედვით შეაფასებენ.
ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ამ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს – აშშ, მექსიკა, სამხრეთ ამერიკა, სამხრეთ აფრიკა, რუსეთი, ირანი და სხვა რამდენიმე ქვეყანა.











