“ბრიუსელში, „ქართული ოცნების“ ლიდერებთან, ვისაუბრეთ საქართველოს მისწრაფებაზე, გაწევრიანდეს ევროკავშირში. ყველა ევროპულ ქვეყანას აქვს უფლება და შესაძლებლობა, შეიტანოს განაცხადი. ჩვენ, „მწვანეები“ საქართველოს ხელისუფლებას მხარს დავუჭერთ, წარადგინოს განაცხადი წევრობაზე 2024 წელს, – განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა ვიოლა ფონ კრამონმა „TV პირველთან“ საუბრისას.
„ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს ვუთხარი, რომ ამას მოჰყვება მაღალი ვალდებულება დემოკრატიის განვითარებისა და კანონის უზენაესობის კუთხით. განაცხადი კარგია, მაგრამ ჩვენ გვინდა დავინახოთ, რომ საქართველო თავის პოლიტიკურ მომწიფებულობას გვაჩვენებს“ – განაცხადა ევროპარლამენტარმა.











