საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა “ნაცმოძრაობის” ლიდერზე ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა, რომ ევროკავშირს ის პოლიტპატიმრად არ უღიარებია.
„ევროკავშირმა პირიქით, დაადასტურა რომ პროკურატურა იყო მართალი, როდესაც გირაოს ითხოვდა და ნიკა მელია იყო მტყუანი, როდესაც ის გირაოს არ იხდიდა. ეს არის მთელი არსი ამ გირაოს გადახდის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობიდან გაათავისუფლა.










