ევროკავშირმა ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები 2021 წლის 23 ივნისამდე გაუხანგძლივა. ინფორმაცის Rfi-ი ავრცელებს.
„ევროკავშირი ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთის მიერ ანექსიას არ აღიარებს და გმობს საერთაშორისო სამართლის ამ დარღვევას“,- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსნებთ, რომ ევროკავშირმა სანქციები რუსეთს 2014 წლის ივნისში დაუწესა.
სანქციები ყირიმიდან და სევასტოპოლიდან ევროკავშირში საქონლის იმპორტისა და ფინანსური და ინფრასტრუქტურული ინვესტიციების აკრძალვას მოიცავს.











