დღეს ევროკავშირმა საქართველოს COVID-19-ს კრიზისის დასაძლევად 60 მილიონი ევროს (დაახლოებით 240 მილიონი ლარი) ოდენობის გრანტი გამოუყო. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
„ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას პანდემიის პერიოდში. აღნიშნული 240 მილიონი ლარის ოდენობის გრანტი არის იმ 1.5 მილიარდი ლარის მოცულობის დახმარების ნაწილი, რომლის მობილიზება ევროკავშირმა და ევროპის გუნდმა მიმდინარე წლის გაზაფხულზე მოახდინა და რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას პანდემიასთან ბრძოლაში, აგრეთვე, საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას იმ მწვავე გამოწვევებთან გამკლავებაში, რომელთა წინაშეც ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდა“, აცხადებს კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში.
აღნიშნული სახსრები საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის განხორციელების მხარდასაჭერად არის განკუთვნილი.











