ევროკომისია Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 100 მილიონ დოზას შეიძენს. ამის შსახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
როგორც იგი ამბობს, ამ გზით ვაქცინის დოზების საერთო რაოდენობა 300 მილიონამდე გაიზრდება.
„გადაწყვეტილება მივიღეთ, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის დამატებით 100 მილიონი დოზა შევიძინოთ. შესაბამისად, ამ ვაქცინის დოზების საერთო რაოდენობას 300 მილიონამდე გავზრდით. უფრო მეტი ვაქცინა იქნება“,- დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“.
We decided to take an additional 100 million doses of the #BioNTech /@Pfizer vaccine, which is already being used to vaccinate people across the EU.
We will therefore have 300 million doses of this vaccine, which was assessed as safe and effective.
More vaccines will follow!
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) December 29, 2020











