fbpx
09/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ევროპარლამენტარები საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოს არჩევნებზე საბოლოო დასკვნების წარდგენისკენ მოუწოდებენ

18:09 November 11, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
834
ნახვა

ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუკნევიჩიენჩი და სიგიზმუნდ პავილიონისი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყოველთვის იყვნენ საქართველოს, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდამჭერები.

„გვაშფოთებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი სიტუაცია. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და ამომრჩევლებს რეალური ალტერნატივა ჰქონდათ, არჩევნების ჩატარებაზე გავლენა მოახდინა ამომრჩეველზე ზეწოლის გავრცელებულმა ბრალდებებმა, რამაც საზოგადოების ნდობის შემცირება გამოიწვია.

სიტუაციას ამძიმებს ის ინფორმაცია, რომ ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ფაქტობრივად უარი ეთქვათ შესაძლებლობაზე, სამართლიანად განეხილათ დასაბუთებული პრეტენზიები და მიემართათ არსებული ინსტიტუტებისთვის. ნებისმიერი საჩივრის სამართლიანი და გამჭვირვალე განხილვა კვლავ რჩება ქართველ პოლიტიკოსებსა და ხალხს შორის ნდობის დამყარების წინაპირობად.

საქართველოს მთავრობა, მმართველ პარტიასთან ერთად, ატარებს პასუხისმგებლობას, უპასუხოს არსებულ პრობლემებს და მიაღწიოს დიალოგს ოპოზიციასთან, რათა იპოვოს სწრაფი გამოსავალი ქართული დემოკრატიისთვის არსებული რთული ვითარებიდან,“- ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

ისინი საერთაშორისო ორგანიზაციებს საჩივრებისა და დარღვევების შეფასებისა და საბოლოო დასკვნების წარდგენისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სანდო და ინკლუზიური სამართლებრივი პროცესისკენ საარჩევნო დარღვევების აღმოფხვრის მიზნით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ამომრჩეველთა ნების პატივისცემა.

ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც აკვირდებოდნენ არჩევნების პირველ ტურს (განსაკუთრებით ეუთო/ოდირს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას), შეაფასონ საჩივრები და დარღვევების მტკიცებულებები და წარადგინონ საბოლოო დასკვნები,“- აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპარლამენტარები გამოთქვამენ მზადყოფნას, ხელისუფლებას, ოპოზიციასა და ხალხს შორის დიალოგში კონსტრუქციული როლი შეასრულონ.

„გვწამს, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოიყენებს იურიდიულ საშუალებებს დემოკრატიული პროცესების ფარგლებში, რაც საქართველომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ააშენა, არჩევნების დარღვევებთან დაკავშირებული საჩივრებისა და მტკიცებულებების შესაფასებლად და ოპოზიციასა და ხალხთან ინკლუზიური დიალოგის გასამართად, რომლებიც ქუჩებში საპროტესტო აქციებს მართავენ.

ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ და განვახორციელოთ კონსტრუქციული როლი ამ დიალოგში. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეზღუდონ პოლიციის ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და არ განახორციელონ ქუჩებში ძალადობის პროვოცირება.

სამხრეთ კავკასიის რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოს სჭირდება პოლიტიკური მდგრადობა და ერთიანობა, რათა განახორციელოს ამბიციური ევროპული დღის წესრიგი. შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ მხარეს, სასწრაფოდ აიღონ პასუხისმგებლობა, რათა უზრუნველყონ, რომ საქართველომ მოახდინოს საკუთარი ძალისხმევის კონცენტრირება ევროინტეგრაციის მიზნით და ჰყავდეს პარლამენტი, რომელსაც ექნება ფართო ლეგიტიმაცია და გაუმკლავდება გამოწვევებს,” – აღნიშნულია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

თეგები: ევროპარლამენტარებიმედიაცია

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ლაშქარავას გარდაცვალება და პოლიციის გამაოგნებელი უმოქმედობა სრულად უნდა იქნას გამოძიებული – ევროპარლამენტარები

July 12, 2021
777
მთავარი ამბავი

July 6, 2021
780
მთავარი ამბავი

ევროპარლამენტარები: მოვუწოდებთ დარჩენილ ოპოზიციურ პარტიებსა და პარლამენტის ცალკეულ წევრებს, გამოავლინონ იგივე სიმამაცე

April 22, 2021
775

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია