ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოს ბელარუსის ხელისუფლების წარმომადგენელთა წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.
შესაბამის რეზოლუციას ევროპარლამენტის 574 წევრმა დაუჭირა მხარი, 37-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 82-მა კი თავი შეიკავა.
ევროპარლამენტის დეპუტატები მიიჩნევენ, რომ 9 აგვისტოს ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებული იყო. შესაბამისად, ევროპარლამენტარები არ აღიარებენ ალექსანდრ ლუკაშენკოს ბელარუსის პრეზიდენტად მას შემდეგ, რაც მას პრეზიდენტობის მოქმედი ვადა ამოეწურება.
ცნობისთვის, ლუკაშენკოს მოქმედი ვადის უფლებამოსილება 5 ნოემბერს ეწურება.











