„ევროპაში ეპიდვითარება გაუარესდა და შესაძლოა თვალს ვადევნებდეთ, ახალი ტალღის გავრცელების ნიშნებს“ – ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, ჰანს კლუგემ გააკეთა.
მისივე თქმით, ბოლო 24 საათში მსოფლიოში ახალი ინფიცირებულების ყველაზე დიდი რაოდენობა 10 ქვეყანაშია აღრიცხული და მათგან ოთხი ევროპაში მდებარეობს.
ამასთან ახალი შემთხვევების რიცხვმა კი წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით 7%-ით მოიმატა.
ბოლო მონაცემებით, პანდემიის დღემდე Covid-19-ით მსოფლიოში დაინფიცირდა 115 მილიონზე მეტი ადამიანი, ორ მილიონ ნახევარზე მეტი კი გარდაიცვალა.











