Covid-19 ევროპის რეგიონში უკვე 10 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორის, ჰანს კლიუგეს განცხადებაშია ნათქვამი.
„პანდემიის დაწყების შემდეგ, ამ კვირაში, ევროპის რეგიონში ინფიცირების ყველაზე მაღალი დონე დაფიქსირდა. გასული 7 დღის განმავლობაში 1,5 მილიონი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ევროპამ 10-მილიონიან ნიშნულს გადააბიჯა“ – აცხადებს კლიუგე.
მისივე თქმით, 2 კვირაში მნიშვნელოვნად გაიზარდა კოვიდპაციენტების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, 1 კვირაში კი 32%-ით მოიმატა გარდაცვალების შემთხვევებმა.











