„დღეს ვისაუბრეთ ევროპულ გზაზე და იმაზე, თუ რა მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი. 2024 წლის განაცხადი ყველასთვის მნიშვნელოვანი თარიღია, როდესაც საქართველოსთან მიმართებაში საუბრობენ. გავიარეთ ყველა საკითხი, რაც საქართველოს წინაშე დგას”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ბრიუსელში ვიზიტის დროს განაცხადა.
“ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს ხვალინდელ გზაზე, შარლ მიშელის დოკუმენტის აღსრულებაზე, ჟან მონეს დიალოგის სისრულეში მოყვანა, ვალდებულებების შესრულება და თანამედროვე, ევროპული კულტურის ჩამოყალიბებაზე. ევროპელი პარტნიორები დგანან ჩვენ გვერდით კონკრეტული ქმედებებით. მოდის სამიტი და კონკრეტულ ნაბიჯებზე საუბარი ევროკავშირის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კუჭავამ.
შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა პირველი ოფიციალური ვიზიტით, ბრიუსელს ეწვია.











