“სინოდის გადაწყვეტილება ვაქცინასთან დაკავშირებით განჩინებაშიც ჩაიწერა. მთავარი საკითხი, რაზეც სინოდმა გაამახვილა ყურადღება, იყო, რომ ნებაყოფლობითი უნდა იყოს ვაქცინაცია. ყველას თავისი აზრი აქვს ვაქცინაციასთან დაკავშირებით, სინოდის გადაწყვეტილების ჩარჩოში უნდა ჯდებოდეს ყველა სასულიერო პირის მოწოდება თუ ქადაგებაა. სინოდის გადაწყვეტილების დამორჩილება არის ყველა სასულიერო პირის ვალდებულება”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ “AstraZeneca”-ს ვაქცინის შესახებ განაცახდა.
“მრევლს არაფერს არ მოვუწოდებდი, არჩევანი არის თავისუფალი. დღეს სახეზე გვაქვს ასეთი ფაქტი, რომ ევროპის 10-ზე მეტმა ქვეყანამ: ავსტრიამ, იტალიამ, ნორვეგიამ, რუმინეთმა და სხვამ შეაჩერეს ერთ-ერთი კონკრეტული ვაქცინის გამოყენება და თქვეს, რომ სჭირდებათ ორკვირიანი დაკვირვების ვადა, რომ დაადგინონ, რამ გამოიწვია ლეტალური შემთხვევები, არის თუ არა კავშირში ვაქცინაციასთან, რადგანაც დამთხვევა იყო. მეც ჩემს მრევლს ვურჩევდი, საღი აზრი იქნებოდა, რომ ეს ორი კვირა ჩვენც მოგვეცადა და გვენახა, რა შედეგებს დადებს კვლევა, რასაც ეს ქვეყნები აწარმოებენ“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.
შეგახენებთ, საქართველომ “AstraZeneca”-ს ვაქცინის პირველი პარტია მიიღო.











