თბილისიდან და ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ეტაპობრივად, ნოემბრიდან აღდგება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს.
„პირველი ნაბიჯი ოქტომბრის ბოლოდან არსებულ რეისებზე ფრენების დამატება იქნება. ეს გახლავთ პარიზის და მიუნხენის მიმართულებით. პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებებით დამატებითი რეისების დაწესება იქნება, რაც გარდა იმისა, რომ ჩვენს მოქალქეებს ევროპაში გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს, ეკონომიკას უფრო მეტ ჟანგბადს, ასევე ქვეყანაში დამკვირვებლების მარტივად შემოყვანაში დაგვეხმარება.
შემდგომ უკვე ნოემბერში, ეტაპობრივად პირდაპირი რეისები გაიხსნება, როგორც თბილისიდან, ასევე ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ მოქალაქეებს შესაძლებლობა მივცეთ უფრო და უფრო მარტივად მოხდეს მათი დასაქმება“, – განაცხადა გახარიამ.











