ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) Pfizer-ის ვაქცინის ჩვეულებრივ მაცივრებში შენახვის ვადის 31 დღემდე გახანგრძლივებას რეკომენდაცია გაუწია. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
EMA-ს განცხადებით, Pfizer-ის ვაქცინის გაუხსნელი ფლაკონის ჩვეულებრივ მაცივრებში შენახვა 2°C-დან 8°C-მდე ტემპერატურის პირობებშია შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ აქამდე ვაქცინის ჩვეულებრივ მაცივრებში შენახვის ვადა ხუთ დღეს შეადგენდა.










