„ევროპული საქართველოს“ უმაღლესი საბჭოს და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები ვახტანგ კალიოანი და არმაზ ახვლედიანი, ბათუმში, ქიმიური ტერმინალის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ.
როგორც ისინი აცხადებენ, პროექტის უკან კორუფციული გარიგებები იმალება და ქალაქისთვის ქიმიური ტერმინალი საფრთხის შემცველია.
„განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ტერმინალი მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას, რომელიც ფეთქებად ნაღმზე ზის, რაც დრამატულ გავლენას იქონიებს აქ მცხოვრებ მოსახლეობაზე“, – განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.
„ევროპული საქართველოს“ კანდიდატები აცხადებენ, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პორტის განვითარების ალტერნატიულ გეგმას გაასაჯაროებენ.
„როცა ქვეყანაში მეფობს ბიზნესკორუფციული გარიგებები და ასეთ ყრუ კედელს უშენებს „ქართული ოცნება“ ბათუმს, საქართველოს, რომლის მიღმაც არის საფრთხე ყოველი ჩვენგანისთვის, ეს მანამ არ დასრულდება ჩვენი პროტესტის მიუხედავად, ვიდრე ძირფესვიანად არ შეიცვლება ხელისუფლება საქართველოში“- განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











