„ევროპული საქართველო“ პარლამენტში არ შედის და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ გამარტულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ეს არჩევნები რ იყო არც თვისუფალი, არც სამრთლიანი, ეს არჩევნები არ ასახავსქართველი ხალხის ნებას. ამიტომ „ევროპული საქართველო“ უარს ამბობს შევიდეს პარლამენტში, რომლის არჩევის ლეგიტიმურობასაც ჩვენ არ ვაღიარებთ და უარს ვამბობთ მივიღოთ მონაწილეობა მეორე ტურში“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ცნობისთვის, ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში „ევროპულმა საქართველომ“ ხმების 3.78%-ი მიიღო. ჯამში პარტიამ პარლამენტში 5 მანდატი მოიპოვა.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე











