მარნეულში, სოფელ სადახლოში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ აქტივისტს ტირის თოფიდან ესროლეს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც პარტიის აქტივისტი სოფელში საარჩევნო ბანერს აკრავდა.
„ევროპული საქართველოს“ გარდაბნისა და მარნეულის მაჟორიტარი კანდიდატის, ახმედ იმამკულიევის თქმით, დაზარალებულს ტყვია ფეხის არეში აქვს მოხვედრილი და საავადმყოფოშია გადაყვანლი.
როგორც „პრაიმტაიმნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.











