„ევროპულ საქართველოს“ ყრილობაზე თავმჯდომარედ გიგა ბოკერია, ხოლო გენერალურ მდივნად აკაკი ბობოხიძე აირჩიეს.
რაც შეეხება პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას, ამ პოსტს გიგი წერეთელი დაიკავებს.
პარტიის საგარეო საქმეთა პოლიტიკური მდივანი გიორგი კანდელაკი იქნება.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ პარტია ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ და გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ დატოვეს.
რამდენიმე თვის წინ „ევროპული საქართველო“ კიდევ ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დატოვა.










