“ევროპული საქართველო” 17-ვე ოლქში, სადაც მეორე ტურები ტარდება კომისიის წევრებს გამოიხმობს. ამის შესახებ ინფორმაციას “ევროპული საქართველოს” წევრი, სერგი კაპანაძე ადასტურებს.
კაპანაძის თქმით, “ქართული ოცნება” მარტო უბნა დარჩეს არა მარტო პარლამენტში, არამედ არჩევნებზეც.
„ევროპული საქართველო“ არ აპირებს პარლამენტში შესვლას და მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ იმ 17 ოლქში, სადაც მეორე ტური ტარდება, გამოვიხმოთ ჩვენი კომისიის წევრები, ჯამში 1 922 კომისიის წევრი აღარ იქნება კომისიებში მეორე ტურის დროს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება.











